თეგებით ძიება

„თუ მართლა გეზიზღება “ნაციონალური მოძრაობა” და შენთვის მიუღებელია, ამ ორ ვერსიას შორის რომელი ჯობია? “ - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე?

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

გვაქვს ორი ვარიანტი: 

1. დიდი ერთობის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა”

▪კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს;

▪კარგავს 5 ნომერს;

▪კარგავს პარტიულ დაფინანსებას;

▪კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრებს;

▪კარგავს უფასო პოლიტიკურ რეკლამას;

▪არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას;

თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, “კიდე რა დავთმოთ, გვითხარით” მაგ განწყობით არიან.

თუ ოპოზიცია 80/70ზე იგებს, მზად არიან 15-10 ადამიანი იყოს “ნაციონალური მოძრაობიდან”, თვითონ საჯაროდ ასახელებენ ამ რიცხვებს. 

2. ალტერნატივა: თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადის დამოუკიდებლად, ინარჩუნებს ყველაფერ ზევით ჩამოთვლილს, არაფერზე ამბობს უარს და იბრძვის ბოლომდე. 

თუ მართლა გეზიზღება “ნაციონალური მოძრაობა” და შენთვის მიუღებელია, ამ ორ ვერსიას შორის რომელი ჯობია? 

დიდი ერთობა არ არის პარტიული ამბავი, ვისშიც ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსულ თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ: ასეთები არიან სამოქალაქო სექტორშიც, აქტივისტებშიც, პოლიტიკურ პარტიებშიც და ცნობად სახეებშიც - იმ ადამიანების ერთობაა - წერს ზურაბ ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა