ვინ არის მეზობლის მიერ მოკლული მამაკაცი? - თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 62 წლამდე მამაკაცი დააკავეს. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოკლული და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი 49 წლის მანუჩარ წიკლაურია.
"სახლის კართან დახვდა, მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, ბრალდებული ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული და ალბათ წამლის ქვეშ იყო, არ ვიცი ის ადამიანი დათვად მოეჩვენა, თუ რა მოხდა. გულში დაურტყამს დანა, ასე ამბობენ" - ამბობენ ადგილობრივები "ტვ პირველთან" საუბრისას.
სამურზაყანოს ქუჩაზე მაცხოვრებლებს უჭირთ მომხდარის მოტივზე საუბარი. ამბობენ, რომ მოკლულსა და ბრალდებულს მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.