„დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადება: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინისათვის მიყენებული ზიანი 486 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ დოლარს აღემატება. არასწორი იქნება, თუ რუსეთი გადაწყვეტს, როდის გადაიხდის უკრაინისათვის მიყენებულ ზიანს ან გადაიხდის თუ არა საერთოდ. რუსეთის ვალდებულება აანაზღაუროს მიყენებული ზიანი ცხადია“, - აღნიშნულია კომუნიკეში.
G7-ის ლიდერები აღნიშნავენ, რომ განიხილავენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა აიძულონ რუსეთი, აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი.