თეგებით ძიება
17. 06. 2024 მსოფლიო

უკრაინაში მშვიდობის შესახებ პუტინი კეთილსინდისიერი მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებით დაინტერესდეს, - აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ორგანიზაციის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი ლიდერი რეალურად არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის შესახებ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებით. 

„პუტინი მხოლოდ მოჩვენებითად ინტერესდება მოლაპარაკებით. მან ახლახან წამოაყენა უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თეორია, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ მცოცავი წინსვლა ბრძოლის ველზე. დაველოდოთ დასავლეთის მხარდაჭერას“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის მიერ ინიცირებულ გლობალურ მშვიდობის სამიტში მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

80-მდე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა კომუნიკეს, თუმცა საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, სამხრეთ აფრიკამ, სომხეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბრაზილიამ კომუნიკეს მხარი არ დაუჭირეს.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა