თეგებით ძიება

მათიკაშვილი - ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა

ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მათიკაშვილის განცხადებით, ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

„პოლიტიკური ამორალურობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია - ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს უნდა მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი. ეს არის საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა.

საზოგადოებას ტყუილებით შეცდომაში ვერავინ შეიყვანს, ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის „ლელო“, როგორი ურთიერთკავშირი აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან და ვინ არის გახარია, რომელიც ასევე ბოლო წლების განმავლობაში სიამოვნებით თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ პრაქტიკულად საკრებულოებში და მათთან ერთად ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა