თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

ბერბოკი: უკრაინის დახმარებას თუ შევწყვეტთ, შესაძლოა, პუტინის ჯარები პოლონეთთან აღმოჩნდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არ გააგრძელებს, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ბერბოკი გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში ომი მალე გავრცელდება ევროკავშირისა და NATO-ს ტერიტორიაზე.

ამასთან, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარცხს საბედისწერო შედეგები ექნება როგორც თავისუფალი უკრაინისთვის, ასევე თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ საჭიროა არა უკრაინის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი, არამედ უკრაინისთვის დახმარების გაფართოება.

"რთული დასათვლელია, რამდენის გადახდა დაგვჭირდება, თუ ჩვენ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი ჩვენგან შორს შევაკავოთ". - თქვა ბერბოკმა.

გარდა ამისა, ანალენა ბერბოკმა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, ლტოლვილების ახალი ნაკადის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

"თუ უკრაინა თავდაცვას ვეღარ შეძლებს, პირველ რიგში, მათ მივმართავს, ვინც დახმარებაზე უარს ამბობს, მაშინ გაქცევა კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს. ვის მოუნდება ნებაყოფლობით ცხოვრება წამებისა და ოკუპაციის პირობებში?". - თქვა ბერბოკმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა