თეგებით ძიება

"პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას" - ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედში" მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ 

წინა ვიზიტებთან შედარებით, ის  "უკეთესად გამოიყურება". 

იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, იოსელიანი ამბობს, რომ "ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას".

"თუ შევადარებთ წინა ვიზიტებს, ფიზიკურად როგორიც დამხვდა სააკაშვილი, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურება.

მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რა თქმა უნდა მივიღე ინფორმაცია, რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ეს დღის წესრიგში არ დამდგარა." - ამბობს იოსელიანი.

ომბუდსმენის თქმითვე, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა