თეგებით ძიება
28. 06. 2024 მსოფლიო

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხმის უფლების მქონე 61 მილიონ მოქალაქეს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შვეულმფრენის კატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მემკვიდრე აირჩიოს.

გუშაგთა საბჭომ კენჭისყრაში მონაწილეობის ნება დართო 80 მსურველიდან მხოლოდ ექვს კანდიდატს. ორმა მათგანმა მოგვიანებით უარ თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ფავორიტებად ითვლებიან პრეზიდენტ აჰმადინეჟადის დროს ბირთვული მოლაპარაკებების მონაწილე, საიიდ ჯალილი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, ასევე პოლიტიკოსი, პარლამენტარი, მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც რეფორმისტთა ბანაკის ერთადერთი წარმომადგენელია.

თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვეს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, 5 ივლისს მეორე ტური ჩატარდება.

ირანში პრეზიდენტი არ არის სახელმწიფოს მეთაური. ეს როლი აკისრია უზენაეს სასულიერო და პოლიტიკურ მეთაურს, აიათოლა ალი ხამენეის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა