თეგებით ძიება
28. 06. 2024 სპორტი

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - მონაკო მიქაუტაძის ტრანსფერს უახლოვდება

"მეცისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მონაკომ" "მეცს" მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, რათა კლუბები ფეხბურთელის ფასზე შეთანხმდნენ.

რომანოს ინფორმაციით, "მონაკოს" მიქაუტაძის გაფორმება ევრო 2024-ის დასრულებამდე სურს.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის მიქაუტაძე 3 გატანილი გოლით ევრო 2024-ის ბომბარდირია.

ცნობისთვის, "მონაკომ" ლიგა 1-ის გასულ სეზონში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა