ნეპალის სასამართლომ სულიერი ლიდერი "ბუდა ბიჭი" ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
ნეპალის სასამართლომ "ბუდა ბიჭის" სახელით ცნობილი სულიერი ლიდერი, რამ ბაჰადურ ბამჯანი ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.
ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ სარლაჰის რაიონული სასამართლოს წარმომადგენელმა, სადან ადჰირაკიმ გაავრცელა, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, მოსამართლე ბამჯანის განაჩენს 1 ივლისს გამოაცხადებს. მას 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნეპალელი სულიერი ლიდერი "ბუდა ბიჭი" არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ბამჯანი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისა და მისი ბანაკებიდან, სულ მცირე, ოთხი პიროვნების გაუჩინარებაში მონაწილეობის ბრალდებებით 9 იანვარს დააკავეს.
ბევრი ნეპალელის აზრით, "ბუდა ბიჭი" ბუდიზმის დამაარსებლის, დაახლოებით 2 600 წლის წინ სამხრეთ-დასავლეთ ნეპალში დაბადებული სიდჰარტა გაუტამას რეინკარნაციაა. ბამჯანი სამხრეთ ნეპალში ცნობილი 2005 წლიდან, მას შემდეგ გახდა, რაც ბევრმა ბუდისტმა დაიჯერა, რომ მას ხის ქვეშ, უმოძრაოდ, საჭმლისა და წყლის მიღების გარეშე მედიტაცია თვეების განმავლობაში შეეძლო.
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ ბამჯანის პოპულარობა შემცირდა, თუმცა, ის სამხრეთ ნეპალში ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბანაკებს, რომლებსაც მისი ათასობით მიმდევარი სტუმრობს.