პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად - პრეზიდენტი ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციას
სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო პოლიტიკური ჯგუფების ხელში - ეს არის ერთი შეკრული წრე, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ყოველ დღე არღვევს.
„ავიღოთ მემორანდუმი, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა (როგორც თავის თავს ეძახიან) უცხოეთში მოაწერეს ხელი, ეს ხომ სხვა განზომილებაა იმისა, როგორ წარმოუდგენიათ მათ პატრიოტიზმი და როგორ ხედავენ ისინი ხალხის მსახურებას. სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციას. ის ერევა საარჩევნო კამპანიაში, რაც აბსოლუტურად შორს უნდა იყოს მისი პოზიციის მქონე ადამიანისგან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.