ქართული ფეხბურთის მიმართ მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება - ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წელიწადში ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე.
„ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, - განაცხადა პრემიერმა.