ევროპის ჩემპიონატის ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია
ნიდერლანდებისა და თურქეთის ნაკრებები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტები გახდნენ.
ნიდერლანდებმა რუმინეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა, თურქებმა კი ავსტრიელებს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლიეს. ორივე ნაკრებისთვის ეს 2008 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველი მოხვედრაა.
ტურნირის შემდეგ სტადიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ესპანეთი და გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია. ნიდერლანდებსა და თურქეთს კი ნახევარფინალისთვის ბრძოლა ერთმანეთში მოუწევთ.
მეოთხედფინალის შეხვედრები გერმანიაში 5 და 6 ივლისს გაიმართება.