თეგებით ძიება
03. 07. 2024 სპორტი

Reuters: ქართველი გულშემატკივრები „სასწაული“ ევროს შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს შეეგებნენ

Reuters-ი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გულშემატკივრის შეხვედრის საზეიმო ღონისძიების შესახებ წერს. სტატიაში სათაურით „ქართველი გულშემატკივრები „სასწაული“ ევროს შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს შეეგებნენ“ აღნიშნულია, რომ თბილისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით გახარებული ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა მისალმებოდა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ნაკრებს, ტურნირზე საინტერესო დებიუტის შემდეგ.

„ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს ევროპის მასშტაბით მომაჯადოებელი გამოსვლების სერია, მათ შორის, შოკის მომგვრელი 2:0 გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან. ხვიჩა კვარაცხელიასა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის წინამძღოლობით ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი ქართველი ახლა იმედოვნებს, რომ მათმა პატარა ქვეყანამ მომავლის საფეხბურთო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიკავა“, - აღნიშნულია სტატიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა