თეგებით ძიება
04. 07. 2024 სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ფილიპინების დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.

დღეს, საქართველოს დროით 16:30-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, ჩვენი გუნდი ფილიპინების ნაკრებს დაუპირისპირდება. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ჩვენ ლატვიასთან დავმარცხდით (55:83), გუშინ კი ლატვიელებმა ფილიპინებს 80:89 მოუგო, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდება.

ტურნირში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარეობს და რომელზეც ზაფხულის 2024 წლის თამაშების ერთი საგზური გათამაშდება, 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა