„მანჩესტერ სიტი“ გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღეს ულოცავს
ინგლისური საფეხბურთო კლუბი Manchester City გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღეს ულოცავს: "დაბადების დღეს გილოცავთ, გიორგი ქინქლაძე"
საქართველოს ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი შემტევი 51 წლის გახდა
გიორგი ქინქლაძე, საქართველოს ნაკრებში უელსთან თამაშისა და გატანილი გოლების შემდეგ 1995 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა ინგლისის პრემიერლიგის „მანჩესტერ სიტიში“, რომელმაც 3,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც უცხოურ კლუბს ტრანსფერში ქართული კლუბისთვის გადაუხდია.
გიორგი ქინქლაძე დრიბლინგითა და ისტორიაში შესული ულამაზესი გოლების წყალობით გახდა „მანჩესტერ სიტის“ საკულტო გმირი, სამჯერ აღიარეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წელს BBC-ის გამოკითხვაში გუნდის ყველა დროის „საკულტო გმირის“ ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა.
1996 წლის 16 მარტს ქინქლაძემ გაიტანა ულამაზესი გოლი „საუთჰემპტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში. გიორგიმ მოატყუა ხუთი ფეხბურთელი, შემდეგ მეკარეც, დეივ ბიზანტიც და ბურთი კარში მოათავსა. გოლი BBC-ის პროგრამა „დღის გოლმა“ „თვის საუკეთესო გოლად“ დაასახელა, სეზონის გოლის ნომინაციაში კი მეორე ადგილზე გა1998 წელს ნიდერლანდების ჩემპიონს, ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა, მაგრამ, კარიერული ნახტომის ნაცვლად, ჩავარდნა დაეწყო.
„შემეძლო, მაღალ დონეზე მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა არ შეცვალა სათამაშო სისტემა და სკამზე დამსვა. ამ პერიოდში არ ვთამაშობდი, რამაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია“, – განაცხადა ქინქლაძემ მოგვიანებით.
მეორე სეზონში ქინქლაძე გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. 1999 წელს დაბრუნდა ინგლისში და „დერბი ქაუნთიში“ იჯარით ითამაშა. 2004 წელს შეუერთდა კვიპროსულ „ანორთოსისს“, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი, მაგრამ ის „ქინქი“, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა, აღარ იყო. ტრავმებმაც შეაჩერა და 2006 წელს კარიერა ყაზანის „რუბინში“ დაასრულა.
1992–2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 57 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. ორჯერ მოიგო საქართველოს წლის ფეხბურთელის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი ქინქლაძე მუშაობდა ფამაგუსტას „ანორთოსისისა“ და ცხინვალის „სპარტაკის“ სპორტულ დირექტორად, ამჟამად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.ვიდა.