„დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები... გვეუბნებიან სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ“ - როგორია დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ჟურნალისტი, სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი, დაჭრილი წევს.
ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბი@ვარმა მთვრალმა კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი!
გვეუბნებიან სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქცენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!!
ამ ბიჭს რომელიც ინახავს თავის მცირეწლოვან შვილს თავისი პატიოსანი შრომით, ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილოა საყოველთაო პროგრამაში!!!
რამე რომ დაემართოს თემო სიგუას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ აგებთ პასუხს!
ყოველდღე გავაკეთებ თქვენზე პირადად რეპორტაჟებს! არ მოგასვენებთ.
კრიმინალი მიშვებულია აქამდე არ დაუჭერიათ დამჭრელები!!!! და ამასობაში დაჭრილ ადამიანს ასე იცილებენ თავიდან!! ამ ბიჭს რომელიც გლოვოს კურიერია აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა!! გიჩივლებთ ყველგან! ნება იბოძეთ და შეასრულეთ ჰიპოკრატეს ფიცი რაც დადეთ!!! ისეთი გაცოფებული ვარ ვერავის ვნიშნავ ვისაც ეხება“.