თეგებით ძიება

თბილისში „გლოვოს“ კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 8 ადამიანი დაესხა თავს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა - ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

დაჭრილი კურიერის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა. როგორც ის ფორმულასთან ამბობს, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად მას 8 ადამიანი.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა