საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა
ბათუმში ჩატარებულ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:21 დამარცხდა.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. მატკავამ სამი საჯარიმო გამოიყენა, სტუმრებმა კი ორი ლელო დადეს, გარდასახვები არაზუსტად შეასრულეს და ერთი საჯარიმოს რეალიზაცია შეძლეს, ბოლოს მატკავას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კარგა ხანი თითქმის უბურთოდ იყო, ფიჯელებმა ანგარიში გაზარდეს (9:21). მლე მატკავამ საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. მერე მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე გაასინბინა. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ბოლოს ქართველების იერიშებმა შედეგი ვერ გამოღო და დავმარცხდით.
ერთი კვირის
შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გასვლაზე იაპონიას დაუპირისპირდება.