თეგებით ძიება

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს კერების დამუშავება - სამაშველო

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს.

"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე გავრცელებული იყო. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე დგინდება რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა