თეგებით ძიება

ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ და საეპისკოპოსო სახლის ფასადზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება

ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ და საეპისკოპოსო სახლის ფასადზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.

სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის მითითებითა და უშუალო ზედამხედველობით დღესაც აქტიურად გრძელდება ხარაჩოს მოწყობა ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ და საეპისკოპოსო სახლის ფასადზე.

დეტალურად შეფასდა საეპისკოპოსო სახლისა და სამუზეუმო სივრცის დაზიანებული კრამიტის სახურავის მდგომარეობა, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, წარმოადგინონ შესაბამისი პროექტი.

ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ კი ხარაჩო ამ ეტაპზე აფრებისა და მკლავების სახურავზეა დაყრდნობილი და გრძელდება გუმბათისკენ მისი აგების პროცესი.

ინფორმაციისთვის: ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა