„გორმედი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ერთგული თანამშრომლის, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის არქივის მთავარი სპეციალისტის, მანანა აწკარუნაშვილის გარდაცვალების გამო.
მანანა აწკარუნაშვილი გახსნის დღიდან „გორმედის“ დიდი ოჯახის წევრი იყო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.