თეგებით ძიება

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიას 33 წლის ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის შესასვლელში, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

33 წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე პოლიცაა მობილიზებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა