თეგებით ძიება

ელენე ხოშტარია - ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა

ჩვენ, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან განმარტა, რატომ მიიღებს პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობას.

„ყველამ ვნახეთ, რომ რუსული საფრთხის წინაზე ქართულმა საზოგადოებამ ჩააბარა წარმოუდგენელი ტესტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გაერთიანდნენ ახალგაზრდები, გაერთიანდა მთლიანად საზოგადოება. მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო არ არის და არ იქნება რუსეთი. ჩვენ ყველანაირი განსხვავებები შეგვიძლია გადავდოთ მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება. დღეს ეს ტესტი პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ჩავაბაროთ. მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და წარმატებას მიაღწია, შევთავაზოთ არჩევანი. მესმის, რომ ყველას სიმპათია შეიძლება ყოველთვის დაკმაყოფილებული ვერ იყოს, მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა. მე და ზურამ (ჯაფარიძე) ძალიან დიდ ენერგია და შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ეს ერთობა შემდგარიყო, განსხვავებების მიუხედავად, საერთო წერტილები მოგვენახა“,-განაცხადა ხოშტარიამ.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ლელოს“ მეგობრად და პარტნიორად განიხილავს.

„ასევე, მინდა ჩემი უკიდურესი პატივისცემა დავაფიქსირო „ლელოს“ მიმართ. მე მათ განვიხილავ პარტნიორებად, მეგობრებად, თანამებრძოლებად. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ საერთო ბრძოლაში. და ბოლოს, მინდა დავაფიქსირო პრინციპული და მყარი პოზიცია, რომ თავდაუსხმელობა არის არა ზოგადი განცხადება, არამედ ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ვინც არ უნდა დამესხას თავს, პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. არც “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არცერთ პარტიასთან არავითარ შემთხვევაში არანაირ კონფლიქტში არ შევალ. რაც მთავარია, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამ საქმეს დღეიდან ვიწყებთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა