თეგებით ძიება

ლომჯარია კობახიძეს: საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ

ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: - "კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო". საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას.

მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.

ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელსაც ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა, მის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ "პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა". 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა