მოტოციკლებსა და მოპედებს BUS Lane-ებზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან ექნებათ
თბილისის, მერის, კახი კალაძის განცხადებით, სურთ, რომ მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან ჰქონდეთ.
მისი თქმით, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის, ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილებები მანამდე პარლამენტმა მიიღო.
"საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს", - თქვა კალაძემ.