თეგებით ძიება
02. 08. 2024 სპორტი

"გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?

ა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე, გუ­შინ კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი ჯილ­დო. ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

ამ დრო­ის­თვის ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მე­სა­მე მე­და­ლია - ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მე­ო­რედ გახ­და და პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.

ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ევს და­უ­პი­რის­პირ­და და სამ­წუ­ხა­როდ და­მარ­ცხდა. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვა­ზა­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე მსჯე­ლობს, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მსა­ჯი.

რო­გორც ილი­ას დედა, მა­ნა­ნა გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, მსა­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, გი­ლო­ცავთ შვი­ლის წარ­მა­ტე­ბას. ილი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო და ვერ­ცხლის მედ­ლით ბრუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში...

- შვი­ლის თა­მა­შებს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­ყუ­რებ. ახლა მით უმე­ტეს. იმ დღეს ილია, რომ თა­მა­შობ­და სა­ლო­ცავ­ზე მივ­დი­ო­დი, ფეხი და­მი­ცურ­და და ნა­ხე­ვა­რი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. სა­ღა­მოს კი­დევ გული გვატ­კი­ნეს, მაგ­რამ არა უშავს წინ არის ყვე­ლა­ფე­რი.

- რას გუ­ლის­ხმობთ, ოქ­როს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ ილი­ას­გან...

- ინ­ტერ­ნეტ სივ­რცეს რომ გა­და­ხე­დოთ, იმათ უფრო მატ­კი­ნეს გული. და­ვა­ნე­ბე თავი ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვას. მსა­ჯის და­ნა­შა­უ­ლი იყო, უნდა მი­ე­ცათ იპო­ნი და თა­მა­ში და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. ასე წე­რენ, ვინც იცის. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

- მას შემ­დეგ, ილი­ას თუ ესა­უბ­რეთ, რო­გო­რია მისი ემო­ცი­ე­ბი...

- ძა­ლი­ან ცოტა ხანი გვე­სა­უბ­რა, ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ ძა­ლი­ან. ჩემი შვი­ლი ასე­თი აღელ­ვე­ბუ­ლი და გან­ცდებ­ში არ მი­ნა­ხავს. ალ­ბათ ნა­ხავ­დით ტა­ტა­მი­დან რომ გა­მო­ვი­და რა დღე­ში იყო. ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ გა­და­ფა­რა. ილია რომ გვე­სა­უბ­რა, გვი­თხრა, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. არც შე­ვი­ტყვე მას­თან ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ.

- ახლა რო­გორ გრძნობთ თავს, რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ტრავ­მის შემ­დეგ?

- უკე­თე­სად, მაგ­რამ ჩემს შვილს აე­რო­პორ­ტში ვერ დავ­ხვდე­ბი, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბო­და... სახ­ლში ვიქ­ნე­ბი.

- ილია დინ­ჯია მის ასაკ­თან შე­და­რე­ბით. არ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არ უყ­ვარს მე­დია...

- 5 წლის იყო მა­მამ რომ ძი­უ­დო­ზე შე­იყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან შრო­მის მოყ­ვა­რე და დის­ციპ­ლი­ნი­ა­ნი იყო, ყვე­ლაფ­რით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, არც ისე კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვიო, მას­წავ­ლებ­ლებ­მა საყ­ვე­დუ­რი გვი­თხრეს, ეს რო­გორ თქვაო. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი საგ­ნე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე შე­გეძ­ლო აზრს შე­კი­თხო­დი და მისი რჩე­ვით გე­სარ­გებ­ლა.

- მუ­სი­კა­ზე თქვენ შე­იყ­ვა­ნეთ, ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავს პი­ა­ნი­ნო­ზე. სა­დაც ინ­სტრუ­მენტს ნა­ხავს, ყველ­გან უკ­რავს.

- მა­მას და მა­მი­დას მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ, გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ილი­ა­საც ეს. სას­წავ­ლე­ბელ­ში არ უს­წავ­ლია, ძი­უ­დოს გამო ამ­დე­ნი დრო არ ჰქონ­და. კერ­ძო მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­ვიყ­ვა­ნე, ჩემი ორი­ვე შვი­ლი ილია და შაკო, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. გა­სამ­რჯე­ლოს გა­რე­შე ას­წავ­ლი­და. ერთხელ ილია და შაკო გაკ­ვე­თილ­ზე რომ იყ­ვნენ, მას­წავ­ლე­ბელს მე­გო­ბა­რი მოს­ვლია სტუმ­რად. 20 წუ­თით გვერ­დზე გა­ვიდ­ნენ სა­უბ­რობ­დნენ. შემ­დეგ გა­მო­სუ­ლა და უთ­ქვამს, დას­რულ­დაო გაკ­ვე­თი­ლი, ილი­ას უკი­თხავს, 20 წუთი ლა­პა­რა­კობ­დით, ეგ დრო დაგ­ვი­მა­ტე­თო. იცი­ნო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, არ გვა­პა­ტია დრო­ის გაც­დე­ნაო. ღია კა­რის დღე­ზე ორი­ვე ძმა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავ­და. ილია თით­ქმის ყვე­ლა საკ­რავ­ზე უკ­რავს.

- ილი­ას ძმა­ზე, შა­კო­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- ილია და შაკო ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ, ერთი წე­ლია მათ შო­რის სხვა­ო­ბა. შალ­ვა 24 წლის არის, ილია 23-ის. ერთ კლას­ში შე­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კლას­ში მოხ­ვდნენ. შა­კოც ძი­უ­დო­ის­ტი იყო, ორი­ვე ძმა კარ­გად მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ შა­კოს ხელი მოს­ტყდა, შემ­დეგ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და და დრო გა­უც­და. ორი­ვემ პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს, შა­კომ კი ფიტ­ნეს აკა­დე­მია. შა­კოც ძი­უ­დო­ში ცნო­ბა­დი სპორ­ტსმე­ნია, რომ გა­მარ­თლე­ბო­და და ტრავ­მა არ მი­ე­ღო, ძა­ლი­ან კარ­გი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და.

- ოჯა­ხის ემო­ცი­ე­ბი რო­გო­რი იყო გუ­შინ?

- მე გვერ­დით ოთახ­ში ვი­წე­ქი მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის გამო. მთე­ლი მისი სა­მე­გობ­რო მე­ო­რე ოთახ­ში უყუ­რებ­დნენ. მა­მა­მი­სი ხმას ვერ იღებს, ეგ­რე­ვე ფით­რდე­ბა. ხან­და­ხან რომ შევ­ხე­დავ, მე­ში­ნია რამე არ და­ე­მარ­თოს. .

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ილი­ას­თვის ხომ ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დაა და უკვე ასე­თი წარ­მა­ტე­ბით ბრუნ­დე­ბა...

- რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა უფალს, მა­გის­თვის მივ­დი­ო­დი ტა­ძარ­ში. მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ ყვე­ლა წერს, იპო­ნის მერე უნდა და­ემ­თავ­რე­ბი­ნა, ძნე­ლია. თო­რემ სპორ­ტსმე­ნე­ბი ილი­ა­ზე მეტი დამ­სა­ხუ­რე­ბის და ასა­კის არი­ან და ბრინ­ჯა­ოც ვერ აი­ღეს. ყვე­ლას მად­ლი­ე­რი ვართ, მწვრთნე­ლე­ბის, ხალ­ხის, მე­ტი­რე­ბა ისე­თი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დის. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ამ ხალ­ხს ჩემ­ზე მე­ტად ხომ არ უყ­ვართ ჩემი შვი­ლი-მეთ­ქი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლა დედა იყოს ამ ქვე­ყა­ნა­ზე ბედ­ნი­ე­რი და მა­შინ ვიქ­ნე­ბი მეც ბედ­ნი­ე­რი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა