თეგებით ძიება

ჩემი ძველი ნათქვამი, რაც წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი - პრეზიდენტი

ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას მართავს. აჭარის ტელევიზიის კითხვაზე, ისევ იმეორებს თუ არა თავის 2018 წლის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

ის ნათქვამი, რაც ჩვენ წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია, გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვაეს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო ლაპარაკი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ ამაზე ოცნებამ არ დაიწყო არანაირი გამოძიება, სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცეებზე თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეთ, ყველამ უნდა გაიგოს და არ უნდა ავრიოთ ცნებები და პრინციპები, პრინციპია ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა ოცნებამ, როგორც ჩანს, დაივიწყა. დამთავრდა კითხვა.

ტაბულა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა