უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, კურსკის ოპერაციის მიზანია, რუსეთის დესტაბილიზაციაა
რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაში, რომლის მიზანიც ქვეყნის სისუსტეების ჩვენებით რუსეთის დესტაბილიზაცია, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
"ჩვენ შეტევაზე ვართ. მიზანია მოწინააღმდეგის პოზიციების გაჭიმვა, მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და სიტუაციის დესტაბილიზაცია რუსეთში, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი საზღვრის დაცვა“, - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
მანამდე, რუსეთის არმიამ განაცხადა, რომ შეჭრაში, დაახლოებით, 1 000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო ჩართული. კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს რიცხვი, ფიციალურმა პირმა უპასუხა: „ბევრად მეტია, ათასობით.”
ამასთან, მისი თქმით, უკრაინული ჯარები პატივს სცემენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას და არ აპირებენ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების ანექსიას.
„არ არსებობს ანექსიის იდეა. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, არის თუ არა უკრაინული მხარის მიზანი კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღება, ოფიციალურმა პირმა უპასუხა:
„ვნახოთ, როგორ განვითარდება კურსკის ოპერაცია. აბსოლუტურად არ შევქმნით პრობლემებს ბირთვული უსაფრთხოებისთვის. ამის გარანტიის მოცემა შეგვიძლია“.