თეგებით ძიება

პაპუაშვილი: პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ

პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ისტორიული შედეგით საქართველო ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას უსწრებს.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლებით, რეიტინგების სტაბილური ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც.

,,პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული შედეგით ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას, ამასთან, ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვა.

ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლებით, რეიტინგების სტაბილური ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც. ჩვენი ხალხის ნიჭიერებასთან ერთად, ოლიმპიადის ისტორიული შედეგი ამ განვითარების დამსახურებაცაა.

იმ ფონზე, როცა ოპოზიცია უცხოს დიდებით და ქართულის დაკნინებით არის დაკავებული, საქართველოს კი მხოლოდ სხვა ქვეყნების წყალობაზე მყოფ პერიფერიად ხედავს, ასეთი შედეგები აჩვენებს ყველას, შინ და გარეთ, რომ საქართველოს წინსვლა და ძლიერება ჩვენშივეა და რომ ამ ქვეყნის აწმყო ისეთივე ნათელია, როგორც მისი მომავალი.

ოპოზიციამ თავისი საფიცარი იფიცოს, ჩვენ კი ყველგან და ყოველთვის, გულში და საჯაროდ ვიმეოროთ #მეამაყებარომვარქართველი“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა