თეგებით ძიება

კვლევაში ნათქვამია, რომ არის +/- 3%-ი ცდომილების შესაძლებლობა, ვიმედოვნებ, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება + - ბექა ოდიშარია GORBI-ის კვლევებზე

მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ +/- 3%-ი ცდომილება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება და ოპოზიციას ხმები კიდევ უფრო მეტად დააკლდება.

„კვლევაში ნათქვამია, რომ არის +/- 3%-ი ცდომილების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება +, ხოლო იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა გაერთიანდნენ ხელოვნურად და რომლებმაც კიდევ უფრო დააკნინეს საკუთარი ისედაც დაკნინებული რეიტინგი, კიდევ უფრო მეტად დააკლდება“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა