თეგებით ძიება

ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა სავარაუდოდ ტურისტი გააუპატიურა - ძალადობა ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,ტვ პირველი.გე" -ის ბათუმში 1 პირის დაკავების ფაქტს ოფიციალურად უდასტურებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე გაუპატიურების მუხლით ცხელ კვალზე დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, კაცი წინასწარ პატიმრობაშია. სავარაუდო დამნაშავე გასულ თვეს  მას შემდეგ დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა ქართველ სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით მიმართა.

,,აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, დაკავებული ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელია. 

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ტურისტი გააუპატიურა, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამსახურის ხელმძღვანელია. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლის მიერ ტურისტის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის დაწყებული.

ტურისტის სავარაუდო გაუპატიურების შესაცებ ონფორმაცია, თავდაპირველად, ,,აჭარა თაიმსმა" გაავრცელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა