NYT: ბაიდენმა დაამტკიცა ახალი ბირთვული სტრატეგია რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო ბირთვული კონფლიქტისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა აშშ-ის ახალი ბირთვული სტრატეგია რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული კონფრონტაციისთვის მოსამზადებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
შეკავების პოლიტიკა ითვალისწინებს ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ ზრდას, რომელიც კონკურენციას გაუწევს აშშ-ისა და რუსეთის მარაგების მოცულობას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ბაიდენმა განახლებული სტრატეგია მარტში დაამტკიცა, თუმცა პოლიტიკის ცვლილების შესახებ შეტყობინება კონგრესს ჯერ არ მიუღია.
ახალი სტრატეგია ხაზს უსვამს „რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთდროულად შეკავების აუცილებლობას“.
გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულმა პარტნიორობამ და კონვენციურმა იარაღმა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა და ირანი აწვდიან რუსეთს უკრაინაში ომისთვის, ძირეულად შეცვალა ვაშინგტონის აზროვნება.