თეგებით ძიება

დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები - სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდო რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. წვიმას ქარი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი დააზიანა.

ამ დროის მონაცემებით, ქარმა რამდენიმე სოფელში 10 - მდე საცხოვრებელ სახლს, მათ შორის ხეობაში პოლიციის შენობას სახურავი გადახადა. დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდა.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ახმეტის და თელავის აბონენტების ნაწილიც.

ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები, რის გამოც პანკისი - ახმეტა- თელავის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური .


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა