სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა და უხმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა და უხმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, რამაც გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.