თეგებით ძიება

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი ხიდის ნაწილობრივ დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ონის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დილიდან დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში გვიან ღამით იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა