მარნეულში მაღაზია "მაგნიტი" გასულ ღამეს უკვე მეხუთედ გაძარცვეს
მარნეულში სასურსათო მაღაზია "მაგნიტი" გასულ ღამეს უკვე მეხუთედ გაძარცვეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან კამერების ჩანაწერში 4 მძარცველი ჩანს. გატეხილია მაღაზიის შუშები და მაღაზიაში არსებული ფეიბოქსი. მაღაზიიდან წაღებულია პროდუქციას.
რამდენიმე დღის წინ აღნიშნული მაღაზის გარე პერიმეტრზე არსებული ფეიბოქსი იქნა მოპარული და დაახლოებით 10 ათასი ლარი წაღებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობას საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.