თეგებით ძიება

„ხშირად გავიგონებთ ხოლმე, - რა უცხო სამკაულია და რა უცხო ვარცხნილობაა... ეს არ ნიშნავს რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ" - პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში

"ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან - უარ­ყო­ფი­თის­კენ", - ასე­თი გან­მარ­ტე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე მო­პა­სუ­ხე მხა­რის, პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინ­თან “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

რო­გორც მან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ვერ დას­ტურ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნი სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია.

კუპ­რა­ვას თქმით, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, როცა კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი­ვე მუხ­ლში ჩა­ი­წე­რა, რომ კა­ნო­ნი უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას არ ზღუ­დავს.

"ოთხი­ვე სარ­ჩელს გას­დევს ის, რომ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბით ისი­ნი სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. თი­თო­ე­ულ­მა გა­მომ­სვლელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათ­თვის პრობ­ლე­მის 1%-ია კა­ნო­ნის ის მუხ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, მო­ნი­ტო­რინ­გი, ჯა­რი­მე­ბი და ასე შემ­დეგ. ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რე­ბენ, რომ თუკი არ იქ­ნე­ბო­და ცნე­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი თვლი­ან, რომ არის სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი და რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია არ იარ­სე­ბებ­და, ისი­ნი ჩათ­ვლიდ­ნენ, რომ მათი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რე­ბო­და.

გა­ვარ­კვი­ოთ რას ნიშ­ნავს სი­ტყვე­ბი “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­საკ­ვი­რი იყო მო­სარ­ჩე­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, როცა ისი­ნი ითხო­ვენ და­ი­კი­თხოს ფი­ლო­ლო­გი, თუ რო­გორ ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს სი­ტყვე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს სა­კი­თხი და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია - ერთი რო­მე­ლი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მით ვერ გა­დავ­წყვეტთ “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“ არის თუ არა სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი.

გა­საკ­ვი­რი იყო პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის სი­ტყვე­ბი, რომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ შარ­შან­დე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნად არ იქცა. ამას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ვერ შე­ა­ფა­სებს, რად­გან ის დღე­ვან­დელ კა­ნონს და დღე­ვან­დელ ნორ­მას აფა­სებს.

რო­დე­საც დე­პუ­ტატ­თა სარ­ჩელ­ზე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­დი­ო­და, ამ­ბობ­და: - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი არა­ვის­თვის არ არის უცხო. “უცხო“ - რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვექ­მნე­ბა, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი? ეს ფრა­ზა ადას­ტუ­რებს იმას, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი ეს სი­ტყვა რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი არ არის და არის ნე­იტ­რა­ლუ­რი.

მა­გა­ლი­თად, ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ჩვენ ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან უარ­ყო­ფი­თის­კენ.

თუკი კონ­სტი­ტუ­ცი­ას ჩავ­ხე­დავთ, იქაც ვნა­ხავთ “უცხო­ე­ლე­ბი“, “უცხო“, - გა­ნა­ცხა­და ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს იმა­საც, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - “უცხო­უ­რი ძალა“ არის ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცია.

"არის თუ არა უცხო­უ­რი ძალა უცხო სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გე­ნე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი სუ­ბი­ექ­ტი ქარ­თუ­ლი ძა­ლაა? მა­გა­ლი­თად, ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო­უ­რი ძა­ლაა, უცხოა. იგი­ვე სა­ქარ­თვე­ლო ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბის­თვის არის უცხო. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, თა­ვი­სი ძალა აქვს. გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა იმის თქმა, რომ ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო ძალა არ არის.

გა­და­ვი­დეთ სი­ტყვა­ზე “ინ­ტე­რე­სი“ - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კლა­სი­კაა, უდა­ვოა, რომ ყო­ველ­თვის ფულს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მიჰ­ყვე­ბა. კო­მერ­ცი­ულ სფე­რო­ში ფულს კო­მერ­ცი­ის ინ­ტე­რე­სი მიჰ­ყვე­ბა, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში გა­დახ­დილ ფულს - სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი და ასე შემ­დეგ. მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლაა: - იხდი ფულს იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ტა­რო, ხოლო ფუ­ლის მიმ­ღე­ბი ფულს იღებს და შე­სა­ბა­მის ინ­ტე­რესს გა­ა­ტა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა