თეგებით ძიება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება.

„დღეს სხდომის კიდევ გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 21:00 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ა.შ. დაკავშირებით. ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა