თეგებით ძიება

“ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“ - გურამ მაჭარაშვილი

“გუ­შინ, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­და­სა­წყვე­ტი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გა­ა­ქი­ლი­კა ჩვე­ნი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მისი დაც­ვის შე­სა­ხებ“, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, "ხალ­ხის ძა­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ მა­შინ­ვე აი­ტა­ცა და თე­მა­ზე ქი­ლი­კი გა­ნაგ­რძეს.

“გუ­შინ, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­და­სა­წყვე­ტი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გა­ა­ქი­ლი­კა ჩვე­ნი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მისი დაც­ვის შე­სა­ხებ. მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბა უწო­და და თე­მა­ზე უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში ისა­უბ­რა. მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან ეს ჰგავ­და ერ­თგვარ მე­სიჯს, რო­მე­ლიც მან რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას გა­უგ­ზავ­ნა და ასეც მოხ­და - ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი­სად­მი მე­უ­ფის აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მყის­ვე აი­ტა­ცეს ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა და კი­დევ უფრო გა­ნავ­რცეს ქი­ლი­კი თე­მა­ზე.

ის, რაც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა იკად­რა, არ ჯდე­ბა არც ეკ­ლე­სი­ურ, არც ადა­მი­ა­ნურ და არც მო­რა­ლურ ეთი­კა­ში. გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას დას­ცი­ნის მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­ის პირი, რო­მე­ლიც პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს უნდა აკე­თებ­დეს დედა ეკ­ლე­სი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. დიახ, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მისი დაც­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე სწო­რედ ჩვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა და ამას სწო­რედ ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად ვა­კე­თებთ.

დიახ, ამომ­რჩე­ველს ვე­სა­უბ­რე­ბით და ვაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ და­ვი­ცავთ და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვენს რწმე­ნას. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. უც­ნა­უ­რია, რა სი­ახ­ლე და ნე­გა­ტი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ამ ამ­ბავ­ში?! ჩვენ ვა­პი­რებთ და­ვიც­ვათ ეკ­ლე­სია იმ რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის­გან, ვინც გუ­შინ აი­ტა­ცა მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის ირო­ნი­უ­ლი სი­ტყვა და ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­და და თავს ეს­ხმო­და ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას. ამი­სათ­ვის კი პატ­რი­ოტ, ქვეყ­ნის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს ვთხოვთ მხარ­და­ჭე­რას. სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ­მა ძა­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ეკ­ლე­სი­ას აქვს უდი­დე­სი როლი და გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც მათ ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებთ და გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ დედა ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სწო­რედ ამ ეკ­ლე­სი­ის რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნაა. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა - ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ იმ ძა­ლებს არ აწყობთ, რო­მე­ლიც ებ­რძვის ჩვენს რწმე­ნას და ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს! დიახ, ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბა და მათი პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა.

დიახ, ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვა. ჩვენ პი­რო­ბას ვაძ­ლევთ ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რომ ყვე­ლა გზით და ხერ­ხით და­ვი­ცავთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას გარ­ყვნი­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი პრო­პა­გან­დის­გან.

დიახ, ჩვე­ნი გუნ­დის და­პი­რე­ბაა მზა­დე­ბა ქვეყ­ნის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად. ჩვენ ვუხ­სნით ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ისე­თი სა­კონ­სტი­ტუ­ციო მო­დე­ლის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო მო­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლად მო­ერ­გე­ბა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გა­სა­გე­ბად მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არის სი­მარ­თლე­სა და ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ. არა­ფე­რია ცუდი და სა­ქი­ლი­კო იმა­ში, რომ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ამომ­რჩე­ველს არ­ჩევ­ნე­ბის წინ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას სთა­ვა­ზობს“, - წერს გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა