"გამორჩეულად ნიჭიერი იყო...“ - დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში ნაპოვნი 23 წლის ახალგაზრდა თემო ხადურია.
მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის თეატრალური დასი “ლიბერტა" მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტისა და თეატრალური დასის წევრის, თემო ხადურის გარდაცვალების გამო.
ის გამორჩეულად ნიჭიერი და მეგობრული იყო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, დასის წევრებსა და მეგობრებს!“ - წერს უნივერსიტეტი.