"სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა “სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით" - მამუკა მდინარაძე
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა "სირცხვილია“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, თანამდებობას ტოვებს.
ამბავს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:
"სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა “სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო", - წერს მამუკა მდინარაძე.