რუსეთმა სუმის ბავშვთა სახლი და ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი დაბომბა
რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის ბავშვთა სახლი და ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი დაბომბა.
ნგრევის მასშტაბი და დაშავებულთა რაოდენობა ამ წუთებშიც ზუსტდდება.
ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.
მომხდარზე ომის კანონების დარღვევის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინიტრო სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას არ გამოხმაურებია.