"ჰამასმა" მძევლები ღაზის სექტორში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა - ნეთანიაჰუ
"ჰამასმა" ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები მაისში, რაფაჰა და ფილადელფის დერეფანში შეიჭრნენ - ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
ნეთანიაჰუს თქმით, "ჰამასის" მიერ ისრაელისთვის მძველების დაბრუნება განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია, რომლის შეწყვეტის შემთხვევაში, ოფიციალური თელ-ავივი ტყვედ აყვანილ მოქალაქეებს უკან ვეღარ დაიბრუნებს.
"მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც „ჰამასმა“ დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ „ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა, რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ შემდგარა. 2023 წლის ნოემბერში კი „ჰამასმა“ 50 მძევალი, ისრაელმა კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელი გაათავისუფლა.