კიმ ჩენ ინმა 30-მდე ჩინოვნიკი სიკვდილით დასაჯა - მიზეზი ივლისში მომხდარი წყალდიდობაა
“მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეაში, ივლისის ბოლოს მომხდარი წყალდიდობის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ლიდერმა რამდენიმე სამთავრობო თანამდებობის პირი სიკვდილით დასაჯა,“ - წერს bloomberg TV Chosun-ზე დაყრდნობით.
გამოცემის მიხედვით, გასულ თვეს, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონში დაახლოებით 20-დან 30-მდე რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენელი დახვრიტეს.
ცნობილია, რომ დამანგრეველმა წყალდიდობამ ადამიანები იმსხვერპლა. შესაძლოა ეს რიცხვი ჯაგანგის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რამდენიმე ათასსაც აღწევდეს.
ივლისის ბოლოს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მკაცრად დასჯიდა მათ, ვინც "სასტიკად უგულებელყოფს" მათ მოვალეობებს და შესაბამისად, პასუხისმგებელია მსხვერპლზე.
ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტულმა აპარატმა გაავრცელა კიმის ფოტოები, რომლებიც მეთვალყურეობდა სამაშველო სამუშაოებს კატასტროფის შემდეგ, მაგრამ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ცნობილია, ივლისში მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა დაახლოებით 4,100 სახლი, მოიცვა გზები, სარკინიგზო ხაზები, გაანადგურა დაახლოებით 3,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ქალაქ სინუიჯუში და მიმდებარე საგრაფო უიჯუში.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 5000 ადამიანი გადაარჩინეს.