თეგებით ძიება

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა