თეგებით ძიება

აფგან მუხთარლიმ სტრასბურგში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) მოიგო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) მუხლები მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქართველოს არსებითად არ დაურღვევია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).

სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლის დარღვევა. თუმცა, არ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

აფგან მუხთარლი თავიდანვე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდა. 

ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა. ჟურნალისტს 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა