თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნისას და კლავს ახლაც - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის.

„ვუერთდები კოლეგების სამძიმარს და ვიზიარებ მწუხარებას. ასეთი დამოკიდებულების, სიძულვილის, ზიზღის ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, „ნაცმოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებაც მთლიანად არის მიმართული იქით, როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია, როგორ დაესხნენ თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. რასაკვირველია, ამას სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა