თეგებით ძიება

სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, 26 ოქტომბერს ხელისუფლებას მაინც დატოვებს - ნიკა გვარამია

მთავრობა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის, რასაც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია არასსამთავრობო სექტორის მოსყიდვის მცდელობად აფასებს. 

„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა