ავსტრია არ მიიღებს ლტოლვილებს, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან - ავსტრიის შს მინისტრი
ავსტრიის შს მინისტრმა გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან.
"ჩვენ არ გვაქვს მანევრირების საშუალება. ასეთია კანონი“, - აღნიშნა კარნერმა და დასძინა, რომ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საზღვრიდან უკან არ უნდა დაბრუნდნენ. ლტოლვილის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს თანხმობით.